logo
ENG



"პოზიცია გვაქვს ასეთი", "ასე ვთვლი საჭიროდ" - როგორ გაურბიან კითხვებს ოცნების დეპუტატები

18 ივლ 202112:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/q6n973ejoo2myb6.jpg

ქართული ოცნების დეპუტატები კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ისევ გაურბიან.

ფორმულას ჟურნალისტები დილიდან ცდილობენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენასთან დაკავშირებით პასუხები მიიღონ, თუმცა უშედეგოდ.

ოცნების წარმომადგენლების მესიჯბოქსი უცვლელია - "სანამ არ დაუბრუნდებით ჟურნალისტიკას, არ გიპასუხებთ", - ამბობენ ისინი.

"მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მიწევს თქვენთან მოქცევა, მაგრამ ამჯერად კომენტარები გარეშე. ბოდიშს ვიხდი", - დავით სერგეენკო.

"სანამ თქვენი მენეჯმენტი დაკავებულია პოლიტიკით, არანაირ კომენტარს არ გაძლევთ", - ზაურ დარგალი.

"პოზიცია გვაქვს ასეთი, სანამ ეს ოპოზიციური პოლიტიკური არხები არ დაუბრუნდებით იმ თქვენს მოვალეობას, რომელიც გულისხმობს ობიექტურად გაშუქებას და არა ადამიანის ტრაგედიაზე ქულების დაწერას, მანამდე [არ გიპასუხებთ]", - ირაკლი ზარქუა.

"თქვენ ჩამოყალიბდით ბოლობოლო "მაიდანს" აწყობთ თუ ჟურნალისტები ხართ? როცა ჩამოყალიბდებით მერე ვილაპარაკოთ", - სოზარ სუბარი.

"მე თქვენ როდესაც დაუბრუნდებით თქვენს პროფესიას, მერე მოგცემთ კომენტარს. თქვენ ხართ მხარეები", - ელისო ბოლქვაძე.

"არ შეიძლება [კითხვის დასმა]. ასე ვთვლი საჭიროდ. სანამ პარტიული ტელევიზია იქნებით არ მოგცემთ [კომენტარს]. არ ხართ თქვენ თავისუფალი მედია", - ვიქტორ ჯაფარიძე.

"როდესაც პოლიტიკას შეეშვებით და გადახვალთ ჟურნალისტიკაში, მერე გაგცემთ პასუხს. როდესაც დაანებებთ თავს ადამიანის სიკვდილით შანტაჟს, როდესაც გახდებით ჟურნალისტი, მაშინ გიპასუხებთ", - გიორგი ამილახვარი.

5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს მოუსმენენ.

 

close დახურვა